ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მიესალმებიან ნიკა მელიას დაპატიმრების გაუქმებას და აცხადებენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“
20-02-2021, 09:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გავლენიანი ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ, რომელშიც მიესალმებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შეჩერებას და აღნიშნავენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“.

 

 

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენებით. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა ქართველ ოფიციალურ პირებთან. მაშინ როცა მოხარულები ვართ, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრება გაუქმდა, მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასდროს უნდა მოხდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი