ჩემ წინააღმდეგ გამოიტანეს გადაწყვეტილება, სადაც ოთხ პუნქტად ჩაწერეს ოთხი ერთმანეთზე უარესი მოთხოვნა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში - „დღის თემა“.
„ერთი, სამაჯური გაიკეთეო და კი, ბატონო, უსამართლოა. მეორე, მაშინ მოქმედი დეპუტატი ვიყავი და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიტყვის თქმის უფლება ჩამომართვეს, ანუ ლაპარაკის უფლება არ გაქვსო; მითხრეს, პასპორტი და პირადობის მოწმობა მოგვეციო და მივეცი; მითხრეს, გირაოს სახით 30 000 ლარი გადაიხადეო და გადავიხადე. წავედი და დავჯექი სახლში. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და შექმნილი ფონის და ოლიგარქიული წეს-წყობილების მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, დავემორჩილე და სახლში დავჯექი“, – განაცხადა მელიამ.
შეკითხვაზე, რა შეიცვალა პირველ ნოემბერს და რატომ მოიხსნა სამაჯური ზუსტად ამ დღეს მაშინ, როცა მანამდე წესის დაცვით ატარებდა და იყო თუ არა ეს წინასწარი გეგმის ნაწილი, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არავითარი წინასწარი გეგმა არ ყოფილა და ყველაფერს საზღვარი აქვს.
„მაშინ ქუჩაში ვენაბათაღელვა იყო გავრილოვის საქმესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირი ყოველდღე ივსებოდა და ნამდვილად არ მინდოდა ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხიდან იმაზე გადასულიყო, ჩემს მაჯაზე სამაჯურს დავიდებდი თუ არა, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! დიახ, მე ეს უსამართლობის სამაჯური მოვიხსენი და ვთქვი, რომ ამიერიდან არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, ეს უსამართლობის სამაჯური ვატარო-თქო“, – განაცხადა მელიამ და დაამატა:
„ვის უნდა დავმორჩილებულიყავი, კანონი სად არის? მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და ბიძინა ივანიშვილს უნდა დავმორჩილებულიყავი?“
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ საზოგადოებას ტყუილებს დააჯერებს, მაგრამ პირიქით, საზოგადოება უკვე ღიზიანდება, რადგან 21-ე საუკუნეში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებია და ყველამ იცის, რა არის სიმართლე და რა სიცრუე.
„ქართული ოცნება“ აი, ამიტომაც ვერ ბედავს და ვერც გაბედავს სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას. შეცდომაში რაც უფრო გაჯიუტდება, მით მეტ ფასად დაუჯდება“, – განაცხადა მელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად იქნება.
„როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ და გესაუბრებით, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნება და ეს წელს იქნება. თუ გინდათ, სანაძლეო დავდოთ, რომ ახალი არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ის რომ პარლამენტში სამი კვირის წინ ალეკო ელისაშვილთან ერთად შესულიყო, რისკენაც „ქართული ოცნება“ მუდმივად მოუწოდებდა, პროკურორი მის დასაჭერად აღარ მივიდოდა, რადგან მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი არავის აღარ აინტერესებს.
„მელიას სახით საფრთხე განეიტრალებული იქნებოდა, იმიტომ, რომ მონურ მორჩილებაში ვიქნებოდი, ან დამოკლეს მახვილივით დაკიდებდნენ და როცა უნდოდათ, დამიჭერდნენ. სამი კვირის წინ ნიკა მელია ალეკო ელისაშვილთან ერთად პარლამენტში რომ შესულიყო, მე დღეს „ქართული ოცნების“ პროკურორი დამაპატიმრებდა? არ დამაპატიმრებდა“, – განაცხადა მელიამ.
კითხვაზე, როგორია მისი გეგმები და რის გაკეთებას აპირებს ხვალიდან, მელიამ განაცხადა, რომ ის სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს.
„ხვალ ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვხვდები, პარტიის ოფისში მოდის. ამის შემდეგ მოსკოვის პროსპექტზე ვაპირებ გასვენებაში მისვლას, იქიდან მოსვლას, მერე შეხვედრების გამართვას და ა.შ“, – განაცხადა პარასკევ საღამოს, 19 თებერვალს, ნიკა მელიამ, რომლის სიტყვების ციტირებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.