კახა კალაძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ გუნდში საუბარი არ ყოფილა
20-02-2021, 12:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებაზე გააკეთა კომენტარი.

 

 

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გუნდში მსჯელობა, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატურის დაყენების შესახებ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ ჰქონია.

 

 

მისივე თქმით, ის არის არჩეული მერი და ყოველდღიური საქმიანობით, ცდილობს, რომ თბილისელების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს.

 

 

„არ მქონია ამაზე საუბარი. იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თბილისისა და თბილისელების წინაშე. ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ვცდილობ, რომ მათ იმედები არ გავუცრუო და ყველაფერი გავაკეთო, რაც საჭიროა ჩემი ქალაქისთვის. უამრავი პრობლემაა. ყოველდღიურად, თქვენც ჩემთან ერთად დადიხართ, სხვადასხვა პროექტს ეცნობით. ჩვენ ვსაუბრობთ იმ აუცილებლობებზე, პრობლემებზე, რომელიც 30 წელია არსებობს დედაქალაქში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამ შემართებით შესაძლებელია ყველაფრის გადალახვა და მოწესრიგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მან გაწეული საქმიანობისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.

 

 

კახა კალაძემ წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს საზოგადოების პოლარიზაციას წერტილი დაუსვას.

 

 

"მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის. მინდა გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი