ფოტო: „ალჯაზირას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის ვიდეოკადრებიდან
ნიკა მელიას განცხადებით, გუშინდელი დღის შემდეგ, ყველა ავტომანქანას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ტერიტორიას ტოვებს, საბარგულს უმოწმებენ, თუმცა, იგი შენობიდან გასვლას საბარგულში მოთავსებით არ აპირებს.
„სწორედ ამიტომ არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი, რატომ შეშფოთდნენ? „ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას“. უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები, ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ და დაადასტურა, რომ იგი აღნიშნული შენობიდან უკვე იყო გასული, მაგრამ სამართალდამცველებმა მისი დაკავება ვერ მოახერხეს.
„იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ვთვლი, კანონის ფარგლებში. უსამართლობას თავს არ ვუხრი. მე ვსაუბრობ ამ ქვეყნის მომავალზე, სახელმწიფოს პერსპექტივაზე ევროატლანტიკურ გზაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ახლა პანაშვიდზე გავალ თუ არა, ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მე ისე გავალ და შემოვალ, რომ ვერ დამაპატიმრებენ. საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება ლეგიტიმურადაც, თუმცა არ არის პირველი და მეათე ხარისხოვანიც კი. დამიტოვეთ უფლება, როდის გავალ და მოვბრუნდები. მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოვედი კიდეც. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. სად ვიყავი გასული, თუ გაინტერესებთ, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.