„წელს უკვე დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის – კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა“ - ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი
20-02-2021, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ „წელს უკვე დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის – კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა“, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 

 

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გათვალისწინებით ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობას, მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართული კომპანიებიც შეძლებენ.

 


ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასეთი გამოცდილება სამინისტრომ ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების შედეგად მიიღო, სადაც ოთხიდან სამ ლოტზე მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი