ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) მარტვილში, ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს წარუდგინეს
20-02-2021, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) წარუდგინა.

 


ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები: ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი).

 


წარდგინების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიას ნეკრესის ეპარქიის სახელით გადაეცა მაცხოვრის ხატი და შესრულდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი.

 


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი სტეფანე და მასვე დაევალა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველობის შეთავსება.

 


ინფორმაციას სქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი