„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის სახელით პროცესის დეესკალაციისა და დიალოგის მზადყოფნა გამოხატა და დასძინა, რომ ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, თუმცა დააკონკრეტა, რომ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და „არა დიალოგი დიალოგისთვის“.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს, ლიეტუვას, მის თვალსაჩინო წარმომადგენელს, რომელმაც ჩემი აზრით, გამოიჩინა წარმოუდგენელი ყურადღება ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის მიმართ მაშინ, როდესაც ნამდვილად არის უმძიმესი ვითარება და ძალიან ბევრი რამ არ არის პროგნოზირებადი; პოლიტიკური ცხოვრება საათობრივად იძაბება და ამ დროს, როდესაც დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, მოხდეს ვითარების დეესკალაცია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალზე დასაფასებელი.
ჩვენ, ოპოზიცია და მე, ოპოზიციის სახელით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ პროცესის დეესკალაციას, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით და არა მხოლოდ ლიეტუვას ჩართულობით, ბუნებრივია, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას შეაფასებს ადეკვატურად. რაც მთავარია, ოპოზიცია, როგორც ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო, ისეთივე მოწადინებულია დიალოგისთვის, ოღონდ დიალოგი უნდა იყოს ბუნებრივია, შედეგზე ორიენტირებული და არა დიალოგი დიალოგისთვის“, განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.