საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ უცხოელი დიპლომატების - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მალე განახლდება.
„ამერიკა და ევროკავშირი ისევ თავის ადგილზე არიან. ისინი გააგრძელებენ ფასილიტაციას. თუ ოპოზიციიდან მოდის დიალოგთან დაკავშირებით გზავნილი, ეს არის ძალიან კარგი. თუ ისინი არიან დიალოგისთვის მზად, ესე იგი ნიშნავს, რომ მეხუთე რაუნდი ძალიან მალე ჩაინიშნება“, განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის სახელით პროცესის დეესკალაციისა და დიალოგის მზადყოფნა უკვე გამოხატა და თქვა, რომ ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, თუმცა დააკონკრეტა, რომ დიალოგი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და „არა დიალოგი დიალოგისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.