მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარია განსაკუთრებით რადიკალური და პრინციპული იყო იმ საკითხში, რომ უმრავლესობას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოეხსნა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არის გაუგებარი და შეუწყნარებელი.
„დღესაც მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო გაუგებარი და ამავდროულად, შეუწყნარებელი გადაწყვეტილება. არ შემიძლია ამის გაგება. ვართ ერთი გუნდი, ვაკეთებთ ერთ საქმეს. როდესაც უმრავლესობაში გვქონდა მსჯელობა ბევრ საკითხზე, მათ შორის ეს საკითხიც იყო, იმდენად ერთსულოვანი ვიყავით გუნდი და განსაკუთრებით რადიკალური, პრინციპული ამ საკითხში, რომ უნდა მოგვეხსნა იმუნიტეტი, სწორედ გიორგი გახარია იყო. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს პატიმრობის შესახებ, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ პოლიტიკური ნაწილი შეიძლება იყოს – რა დროს და რა ფორმით უნდა მოხდეს აყვანა, რომ ზიანი იყოს ნაკლები. ამ დროს პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და თუ ის იტყოდა, რომ – არა, ბუნებრივია, ასე არ მოხდებოდა და ამ დროს გამოხვიდე ასეთი განცხადებით, გადადგე თანამდებობიდან, არ მესმის. ამავე დროს, როდესაც ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, მასზე უკეთ არავინ იცის, რომ პოლარიზაციის ავტორი არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძალა, ლიდერი, რომელთაც არ შეუძლიათ პოლარიზაციის გარეშე. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო და ეს კარგად დაინახა მრავალგზის“, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა.
„ამ პერიოდში, ამ ფორმით წასვლა რა თქმა უნდა, იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც ჩემი აზრით. არ შეიძლება ასეთ რამის გაკეთება გუნდის წევრისა და ლიდერისგან. მგონია, რომ მან ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება. როცა ადამიანი დგამს არასწორ ნაბიჯს, ეს მაინც აისახება მის მიმართ ნდობაზე“, – განაცხადა სუბარმა, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.