თელ-ავივში დასრულებულ გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა ტატამზე და ექვსივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ. მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუსი ტამერლან ბაშაევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან. ბრინჯაოს მედალი კი სულამანიძეს ერგო.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ცოტა ხნით ადრე, 90 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში მესამე ადგილი ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრების ყულაბაში ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალია. ჩვენმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე მამაკაცებში გუნდური პირველი, ხოლო მთლიანობაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
1tv.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.