(GUARDIAN.GE) - „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც შეკრებილი იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი, ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩატარება აუცილებლად გამოიწვევდა სისხლისღვრას და მსხვერპლს და იქ ერთი ადამიანიც რომ დაღუპულიყო, გიორგი გახარიას ციხეში ჩასვამდნენ. ამიტომ, ნათელაშვილის შეფასებით, გახარიამ ჭკუით აჯობა ივანიშვილს და გადადგომით, „გაასწრო“ მას.
ასე რომ არ მომხდარიყო, ამბობს ნათელაშვილი, „ქართული ოცნების“ ფაქტობრივი ლიდერი, ივანიშვილი - „აბასთუმნის ტყეებში ჩამალული ზამთრის დათვივით, არ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას, შეეძლო გამოეცხადებინა და ეთქვა, რომ რახან ასეთი ამბავი მოხდა, ნიშნავს ახალ არჩევნებს“ და გამოვიდოდა სუფთად.
აღნიშნულის შესახებ ნათელაშვილმა შაბათს, „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
„სპეცოპერაციის ჩატარება იმ შენობაში, სადაც შეკრებილი იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი, ლიდერებიან-აქტივისტიანებად, რაც აუცილებლად გამოიწვევდა სისხლს და მსხვერპლს, იურიდიული კვალიფიკაციით, სხვა არაფერია, თუ არა განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მცდელობა. იქ აუცილებლად დაიღვრებოდა სისხლი. მოგეხსენებათ, რომ შენობის აღება აუცილებლად მსხვერპლიანი საქმეა და ხშირად შეუძლებელი ამბავიც არის.
„მთელი ღამე მუშავდებოდა ოპერატიული გეგმა. აუცილებად, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ჩვენ გამოვითხოვთ ამ ოპერატიულ გეგმებს ამ ბრძანების გამცემი პიროვნებების ვინაობებს, რომლებიც სათავეში ედგნენ სხვადასხვა მიმართულებებს, მაგილითად, ზოგი ფანჯრიდან აპირებდა შემოვარდნას, ზოგი კარებიდან, იქ ერთი გაზის ბომბა რომ შემოეგდოთ, აუცილებლად შემოაგდებდნენ, იქ, რამდენიმე კაცი გაიგუდებოდა უპრობლემოდ იმიტომ, რომ დახურულ შენობაში ეს ნივთიერება მომაკვდინებელია.
„გახარიამ დაადასტურა, რომ სასამართლო კი არ იღებს ქვეყანაში დაპატიმრება-გაშვებას, მით უფრო პოლიტიკური ლიდერების მიმართ რაიმე რეაქციებზე, არამედ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ორგანო. ორი შემთხვევა გახლდათ კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ორგანო იღებდა რეპრესიებზე გადაწყვეტილებებს, ერთი იყო საბჭოთა კავშირის „კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური პოლიტბიურო, სტალინის დროს და მეორე არის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ორგანო, გამგეობა, სადაც რამდენიმე დღე მიდიოდა მსჯელობა, როგორ გაეცათ სანქცია ნიკა მელიას დაპატიმრებაზე და როგორ აღესრულებინათ ის და აღესრულებინათ თუ არ აღესრულებინათ. ოპოზიციის ლიდერების ფიზიკური ამოჟლეტა უნდოდა ხელისუფლებას, ერთ გემზე შეკრებილების.
„...იქ პასუხიმგებლობის აღება არავის არ უნდა. რომელი ჭკუათმყოფელი აიღებდა პასუხისმგებლობას, რომ გაეჟლიტათ ოპოზიცია ერთად შეკრებილი. ამიტომ, გახარიამ თავს უშველა. აიღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის სისხლიან მოვლენებზე, მაშინაც ბრძანება იყო ბიძინა ივანიშვილის, პირადად, ჩუბინიძეზე გაცემული, ეს სადისტი, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, ისიც აგებს ძალიან მწარედ პასუხს 20 ივნისზე, გახარიაც აგებს პასუხს იმიტომ, რომ გადაეფარა მკვლელს 20 ივნისს და თავის თავზე აიღო ის დანაშაული, რომლის თანამონაწილე ბოლო ჟამში გამოვიდა. ამიტომ, მეორედ აღარ აიკიდა, უხეშად რომ ვთქვათ, არ შეიტენა პასუხისმგებლობა მეორედ.
„ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რის გამოც მას გაწირავდნენ, ციხეშიც კი დაიჭერდნენ. იქ რომ ერთი კაციც დაღუპულიყო, რა თქმა უნდა, ვიღაცას უნდა აეღო პასუხი, მთელი მსოფლიო ფეხზე ადგებოდა და უნდა გაეწირათ ვიღაცა ხომ და ეს ვიღაცა იყო შესანიშნავად აგერ ეჭვმიტანილი ერთ ეპიზოდზე, 20 ივნისის ეპიზოდზე, ვის შეეპარებოდა ეჭვი, რომ ამ საქმეშიც გახარია არ იყო დამნაშავე და ის არ იყო განკარგულების გამცემი. ის [ივანიშვილი] იქნებოდა, რა თქმა უნდა, აბასთუმნის ტყეებში ჩამალული ზამთრის დათვივით და არ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას, შეეძლო გამოეცხადებინა და ეთქვა, რომ რახან ასეთი ამბავი მოხდა, ნიშნავს ახალ არჩევნებს, რაღაცას ვაკეთებ და გამოსულიყო სუფთად, ანუ მან ამ შემთხვევაში ჭკუით აჯობა და გაასწრო, მაგრამ ვარ ცოტა განცვიფრებული და გაკვირვებული იმ სევდომანიითა და „ლაიქებით“, რა „ლაიქებზეა“ საუბარი, ჩვენთან უნდა დადგეს პასუხისმგებლობის ის ეპოქა, როდესაც პოლიტიკოსს არაფერი არ შერჩება - არც მოპარული, არც გაფუჭებული, არც თვალგამოთხრილი, არც მოკლული, არც გაკაწრული, მხოლოდ ამის მერე მოვა პოლიტიკოსთა ახალი და უკეთესი ელიტა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ გახარიას არ უნდა ეპატიოს რაც ჩაიდინა, „თუნდაც ის 10 მლიარდი, რომელიც შემოვიდა „კოვიდის“ დახმარების ფონდში, აორთქლდა და ისე წავიდა მოქმედი პრემიერი, რომ ერთი კაციც კი არ არის ქვეყანაში აცრილი საჩვენებლად მაინც, რა თქმა უნდა, გარდა იმ ელიტისა, რომლებიც პერსონალური თვითმფრინავებით ჩაფრინდნენ გერმანიაში, აიცრნენ და დაბრუდნენ. ეს არიან მინისტრები, მათი ოჯახის წევრები, უმაღლესი იერარქია და ვიღაც ვიღაცები“.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ არავის არაფერი არ უნდა შერჩეს და ყველამ უნდა აგოს პასუხი.
„შევარდნაძე წავიდა და წაიყოლა მილიარდები თავის ბიძაშვილიან-ძმისშვილიან-ნათესავიან-სიძიანებად, შემდგომ ხელისუფლებაშიც რეალურად, პასუხი ეკონომიკის დაქცევაზე არავინ არ აგო, ახლა მთელი საქართველო გავიდა ტენდერებზე და ოფშორებში და საბანკო ანგარიშებთან დავგირავდით ფაქტობრივად, დაგირავებული ვართ ლომბარდში, ამაზეც პასუხი არ აგო არც ერთმა პრემიერმა. ახლა ღარიბაშვილი, პირველ მოწვევაზე, მილიარდები გაატანა თავის ნათესავებს, იმ თამაზაშვილს, იმ თავის სიმამრს, რომელიც ნარკოტრანზიტიორი იყო მთავარი პანკისის ხეობაში, აწყვეტილი მკვლელია ის თამაზაშვილი, აწყვეტილი მკვლელია ბუნებით. ის ჯანყარაშვილი, ის ლომბრუზოს პერსონაჟი, ლომბრუზო რომ ხატავდა მკვლელებს, ყაჩაღებს, აი ზუსტად შეადარეთ მისი სახე და მისი საქმიანობა. მათ საერთო ბიზნესი აქვთ და აგერ, რომ გაივლით, ჩაივლით თქვენი ტელევიზიის ქვევით, ცენტრალური კორპუსი რომ დგას, უზარმაზარი საცხოვრებელი, ოფისებიანად, ეს არის ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მრავალასეულმილიონიანი საკუთრება და უამრავი სხვა საკუთრება აქვთ, ანუ კაცი მოვიდა, მოსავალი აიღო ერთი სეზონი, წავიდა, წაბრძანდა ჩინურ კომპანიაში და იმ ჩინური კომპანიის მეშვეობით, რუსეთის დავალებით, დაბლოკა ანაკლიის მშენებლობა, ეს ღარიბაშვილი იყო ზუსტად იმ ჩინურ კომპანიაში, პირდაპირ ღარიბაშვილის მეკავშირეობით იქნა ჩაძირული ეს პროექტი, რომელსაც უნდა ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია მოეტანა ჩვენთვის და რომელიც უნდა ყოფილიყო კონკურენტი რუსეთის ღრმაწყლიანი პორტისა, ნოვოროსიისკთან, იქ შენდება ის.
„უამრავი დამპყრობელი გვინახავს ჩვენ, მაგრამ არავის არ გაუბანძებია ქართული სახელმწიფოებრიობა ამ დონემდე. მონღოლები მოვიდნენ, მაგრამ მონარქია დატოვეს ხომ? დანიშნეს დავით ულუ და დავით ნარინი მეფეებად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ირანი გვარბევდა საუკუნეები, მაგრამ არ აუქმებდა სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტებს, მონარქიას, საპატრიარქოს და ა.შ. ეს გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ პავლე პირველმა, თავისი მანიფესტით, როდესაც გააუქმა ეს ყველაფერი და შეგვიერთა რუსეთს, როგორც გუბერნია და ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გააბანძა ქართული სახელმწიფოებრიობა - სასამრთლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, არაფერი არ დატოვა, ყველაფერი მოსრა და ყველგან გაუშვა თავის „ქართუ ბანკის“ პატარა, ერთუჯრედიანი კლერკები.
„აი, ეს ღარიბაშვილი არის ერთუჯრედიანი, დაუმთავრებელი არსება, არაფერი მას არ გააჩნია პიროვნული. აი, თოჯინა, რომ არის, ფრანგული ფილმი, რომ ეუბნება შეფი, რომ აბა ჩაიხადე შარვალი და რომ იხდის და მერე ეუბნება გაჩერდიო, გაჩერდიო. ახლა შენ უფრო ნაძირალა ხარო თუ მეო, რომ ეკითხება იმ შარვლის ჩამხდელს. ეს იმ შარვლის ჩამხდელზე უარესია. ეს მანამდე ჩაიხდიდა, ბიძინა ივანიშვილს რომ ეთქვა, სანამ იმან მოასწრო.
„საერთაშორისო რეაქციების გამო გაუშვა ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრობიდან, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნით, არ დაგვანახოთო ეს კაცი, პირდაპირ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უთხრეს და ახლა ისევ ის კაცი მოუყვანა ამათ. ეს მოიტანს ხელისუფლების უფრო მალე დამთავრებას. ვინც ამას ნახავს, ამ ბატონს, იქ არაფერი პოზიტიური არ დარჩება მის თავში და მის მოსაზრებებში. ამიტომ, შევეგუოთ იმას, რომ ხელისუფლება მთავრდება. ოპოზიციამ აჩვენა უპრეცედენტო ერთიანობა და თავგანწირვა ქვეყნისათვის, წავედით სიკვდილზეც კი. ასევე ვართ მზად ჩვენ ქვეყანას შევეწიროთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს გადავდივართ, ახლა პატარა ხელის წაშველებაღა უნდა და ისტორიის უფსკრულში ზღართანს მოადენს ივანიშვილი თავის ღარიბაშვილიან-კობახიძიან-თალაკვაძიან-წულუკიანით“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.