ნათელაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა მილიარდები გაატანა თავის ნათესავებს და თბილისის ცენტრში, უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი - ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მრავალასეულმილიონიანი საკუთრებაა
21-02-2021, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად მეორედ წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა პრემიერ მინისტრობისას მილიარდები გაატანა თავის ნათესავებს - თამაზაშვილს და ჯანყარიშვილს და თბილისის ცენტრში, უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი - ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მრავალასეულმილიონიანი საკუთრებაა და მათ ასევე, უამრავი სხვა საკუთრება გააჩნიათ.

 

 

შაბათს, „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ნათელაშვილმა თქვა, რომ არც ერთ ხელისუფალს, მოქმედს თუ ყოფილს, არაფერი არ უნდა შერჩეს და ყველამ უნდა აგოს პასუხი.

 

 

„შევარდნაძე წავიდა და წაიყოლა მილიარდები თავის ბიძაშვილიან-ძმისშვილიან-ნათესავიან-სიძიანებად, შემდგომ ხელისუფლებაშიც რეალურად, პასუხი ეკონომიკის დაქცევაზე არავინ არ აგო, ახლა მთელი საქართველო გავიდა ტენდერებზე და ოფშორებში და საბანკო ანგარიშებთან დავგირავდით ფაქტობრივად, დაგირავებული ვართ ლომბარდში, ამაზეც პასუხი არ აგო არც ერთმა პრემიერმა. ახლა ღარიბაშვილი, პირველ მოწვევაზე, მილიარდები გაატანა თავის ნათესავებს, იმ თამაზაშვილს, იმ თავის სიმამრს, რომელიც ნარკოტრანზიტიორი იყო მთავარი პანკისის ხეობაში, აწყვეტილი მკვლელია ის თამაზაშვილი, აწყვეტილი მკვლელია ბუნებით. ის ჯანყარაშვილი, ის ლომბრუზოს პერსონაჟი, ლომბრუზო რომ ხატავდა მკვლელებს, ყაჩაღებს, აი ზუსტად შეადარეთ მისი სახე და მისი საქმიანობა. მათ საერთო ბიზნესი აქვთ და აგერ, რომ გაივლით, ჩაივლით თქვენი ტელევიზიის ქვევით, ცენტრალური კორპუსი რომ დგას, უზარმაზარი საცხოვრებელი, ოფისებიანად, ეს არის ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მრავალასეულმილიონიანი საკუთრება და უამრავი სხვა საკუთრება აქვთ, ანუ კაცი მოვიდა, მოსავალი აიღო ერთი სეზონი, წავიდა, წაბრძანდა ჩინურ კომპანიაში და იმ ჩინური კომპანიის მეშვეობით, რუსეთის დავალებით, დაბლოკა ანაკლიის მშენებლობა, ეს ღარიბაშვილი იყო ზუსტად იმ ჩინურ კომპანიაში, პირდაპირ ღარიბაშვილის მეკავშირეობით იქნა ჩაძირული ეს პროექტი, რომელსაც უნდა ახალი გეოპოლიტიკური ფუნქცია მოეტანა ჩვენთვის და რომელიც უნდა ყოფილიყო კონკურენტი რუსეთის ღრმაწყლიანი პორტისა, ნოვოროსიისკთან, იქ შენდება ის.

 


„უამრავი დამპყრობელი გვინახავს ჩვენ, მაგრამ არავის არ გაუბანძებია ქართული სახელმწიფოებრიობა ამ დონემდე. მონღოლები მოვიდნენ, მაგრამ მონარქია დატოვეს ხომ? დანიშნეს დავით ულუ და დავით ნარინი მეფეებად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ირანი გვარბევდა საუკუნეები, მაგრამ არ აუქმებდა სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტებს, მონარქიას, საპატრიარქოს და ა.შ. ეს გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ პავლე პირველმა, თავისი მანიფესტით, როდესაც გააუქმა ეს ყველაფერი და შეგვიერთა რუსეთს, როგორც გუბერნია და ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გააბანძა ქართული სახელმწიფოებრიობა - სასამრთლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება, არაფერი არ დატოვა, ყველაფერი მოსრა და ყველგან გაუშვა თავის „ქართუ ბანკის“ პატარა, ერთუჯრედიანი კლერკები.

 

 

„აი, ეს ღარიბაშვილი არის ერთუჯრედიანი, დაუმთავრებელი არსება, არაფერი მას არ გააჩნია პიროვნული. აი, თოჯინა, რომ არის, ფრანგული ფილმი, რომ ეუბნება შეფი, რომ აბა ჩაიხადე შარვალი და რომ იხდის და მერე ეუბნება გაჩერდიო, გაჩერდიო. ახლა შენ უფრო ნაძირალა ხარო თუ მეო, რომ ეკითხება იმ შარვლის ჩამხდელს. ეს იმ შარვლის ჩამხდელზე უარესია. ეს მანამდე ჩაიხდიდა, ბიძინა ივანიშვილს რომ ეთქვა, სანამ იმან მოასწრო.

 


„საერთაშორისო რეაქციების გამო გაუშვა ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრობიდან, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნით, არ დაგვანახოთო ეს კაცი, პირდაპირ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უთხრეს და ახლა ისევ ის კაცი მოუყვანა ამათ. ეს მოიტანს ხელისუფლების უფრო მალე დამთავრებას. ვინც ამას ნახავს, ამ ბატონს, იქ არაფერი პოზიტიური არ დარჩება მის თავში და მის მოსაზრებებში. ამიტომ, შევეგუოთ იმას, რომ ხელისუფლება მთავრდება. ოპოზიციამ აჩვენა უპრეცედენტო ერთიანობა და თავგანწირვა ქვეყნისათვის, წავედით სიკვდილზეც კი. ასევე ვართ მზად ჩვენ ქვეყანას შევეწიროთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს გადავდივართ, ახლა პატარა ხელის წაშველებაღა უნდა და ისტორიის უფსკრულში ზღართანს მოადენს ივანიშვილი თავის ღარიბაშვილიან-კობახიძიან-თალაკვაძიან-წულუკიანით“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

მან ისიც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც შეკრებილი იყო მთელი ოპოზიციური სპექტრი, ხელისუფლების დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩატარება აუცილებლად გამოიწვევდა სისხლისღვრას და მსხვერპლს და იქ ერთი ადამიანიც რომ დაღუპულიყო, გიორგი გახარიას ციხეში ჩასვამდნენ. ამიტომ, ნათელაშვილის შეფასებით, გახარიამ ჭკუით აჯობა ივანიშვილს და გადადგომით, „გაასწრო“ მას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი