მოსამართლე მართავს პროცესს და მას აქვს უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილება პროცესის ნორმალურად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიიღოს, განუცხადა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის შეფასებისას.
"სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე. ის საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროში მოექცა და ბუნებრივია არსებობდა არასასურველი პრეცედენტებიც; ეს არის პროცესის მონაწილეთა მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში, თუმცა მათ ამის უფლება გააჩნიათ, რაც პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლიდა. მოსამართლე მართავს პროცესს და მას აქვს უფლება დასაბუთებული გადაწყვეტილება პროცესის ნორმალურად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მიიღოს", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს მიმართა და ყველაფერი პროკურატურისა და გამოძიების პროცედურებით იქნება გადაწყვეტილი.
"მე არანაირი კომპეტენცია არ მაქვს ამ საკითხებში ჩარევის, ამდენად გამოძიების სრული პრეროგატივაა გაარკვიოს ყველაფერი და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, აცნობოს საზოგადოებას ამის შესახებ", - განაცხადა გვენეტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.