ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით, გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით“
21-02-2021, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ჯარის მოდერნიზაციის გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა.

 

 

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესი დაფუძნებულია სისტემურ და მრავალწლიან აღმშენებლობის ხედვებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტზე გაამახვილა - თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელიც სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში პირველად შემუშავდა და ორიენტირებულია ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ახალი ოთხწლიანი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ მიმართულებებსა და ამოცანებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი