ჯუანშერ ბურჭულაძე: 2021 წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელებაა
21-02-2021, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2021 წლის პრიორიტეტული მიმართულება საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელებაა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას განაცხადა.

 


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო წლებში ქვეყანამ სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებული საავიაციო პარკი მიიღოს. „ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებაა საავიაციო ძალების მოდერნიზაციის პროცესის გაგრძელება, რომლის დასრულების შემდეგ მომდევნო წლებში მივიღებთ სრულად აღდგენილ და რეაბილიტირებულ საავიაციო პარკს. ამ თვალსაზრისით, აქტიურად ხორციელდება (სუ-25-ების, მოიერიშე შვეულმფრენების მი-24-ების და ამერიკული UH-1-ები) აღდგენა-მოდერნიზაცია“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციაზე გაამახვილა. „შეგახსენებთ, რომ წელს უნდა დასრულდეს ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზაც. ამ ეტაპზე, თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და მისტრალი-3 ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიასთან ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს რაფაელის წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლებასა და მოდერნიზაციას“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი