ჯუანშერ ბურჭულაძე: „თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა“
21-02-2021, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე 2021 წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყება დიდ ყურადღებას დაუთმობს თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატურებით აღჭურვის პროცესს.

 


მისი თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებასაც. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ბატონი პრემიერობის კანდიდატის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო და რომლის განხორციელება და გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა, გახლავთ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების შეძენა და რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარება“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თავდაცვის ძალების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით აღჭურვა გაგრძელდება. „თავდაცვის ძალებში დაწყებულია ნატოს სტანდარტების შეაიარაღებაზე გადასვლის პროცესი. ეს პროცესი აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. მიმდინარე წელს ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის აღჭურვას ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით“, - აღნიშნა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი