ჯუანშერ ბურჭულაძე: „ძლიერი და კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას“
21-02-2021, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერი და კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენისას განაცხადა.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე თავი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს. „პირველად, ქართული ჯარის ისტორიაში, 2020 წელს თავდაცვის ძალებმა მიიღო საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანა. ეს პროცესი აუცილებლად გაძლიერდება და გვექნება თვალსაჩინო შედეგები, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების თვალსაზრისითაც. ასევე, მინდა ავღნიშნო ის ნაბიჯები რაც საქართველოში ვაზნების წარმოების მიმართულებით გადაიდგა და გპირდებით, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებით მივიყვანოთ“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისი განცხადებით, დელტაში აქტიურად მიმდინარეობს ნატოს სტანდარტის ნაღმმტყორცნების წარმოებაზე მუშაობა, რაც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ჯარის თავდაცვის შესაძლებლობებს.

 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ სსსტც „დელტას“ ბაზაზე სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანია „დელტა ტექსტილის“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც პანდემიის თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების უწყვეტ მომარაგებას შესაბამისი უნიფორმით და ტექსტილის სხვა ნაწარმით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი