მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება
21-02-2021, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზრდება, მათ შორის, გაიზრდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება.

 


ამასთან, უკვე შემუშავებულია დირექტორის ახალი სტანდარტი და იგეგმება საკანონმდებლო რეგულაციებით სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომების დანერგვა.

 

 

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ადრეულ ასაკში ბავშვების სწავლებისა და განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულია და ინერგება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“, რაც სკოლამდელი დაწესებულების მასწავლებლებს სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და განათლების მომსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ასევე, ვითარდება და ინერგება ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის პროგრამები, რომლებიც ბავშვებს სააღმზრდელო დაწესებულებიდან სასკოლო გარემოში გადასვლას გაუმარტივებს.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამინისტროს ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „პანდემიის შემდგომ საბავშვო ბაღების გახსნისა და ოპერირების დოკუმენტი“, რომელიც ხელს შეუწყობს სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებისთვის სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

 

 

სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლების მხარდაჭერის მიმართულებით მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2021 წელს უნივერსიტეტები აღმზრდელი პედაგოგის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით იგეგმება აღმზრდელი პედაგოგის სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა.

 


მინისტრობის კანდიდატმა ზოგადი განათლების სისტემის განვითარების კუთხით, სკოლების დეცენტრალიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პოლიტიკა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ამასთან, მიმდინარეობს ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 


მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლები სრულად აღიჭურვოს თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა ახალგაზრდებმა XXI საუკუნის შესაბამისი განათლების მიღება შეძლონ. სწორედ ამ მიზნით, საჯარო სკოლებში საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესი.

 


რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნას, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2021 წლიდან მანდატურები დამატებით 19 საჯარო სკოლაში შევიდნენ და უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, იწყებს სასკოლო მედიაციის მექანიზმის დანერგვასა და სოციალური მუშაკების დამატებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი, პანდემიის პირობებში, უზრუნველყოფდა მოსწავლეებისთვის მომსახურების მიწოდებას როგორც დისტანციურ, ასევე, დასწრებით რეჟიმში და ფსიქოლოგიური დახმარების 24-საათიანი ცხელი ხაზი კვლავ უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

 


მინისტრობის კანდიდატმა საუბრისას ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობის გაძლიერებას, მისი თქმით, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, იგეგმება ორენოვანი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც სკოლამდელ დაწესებულებებში სახელმწიფო სტანდარტების, ხოლო სკოლებში კი – ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას შეუწყობს ხელს.

 


მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა მონაცემები, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ამ ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით. მონაცემთა დამუშავების პარალელურად, სწავლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის შეიქმნა განსხვავებული კურიკულუმი, რომლის პილოტირება 2021 წელს დაიწყება.

 


მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი, ხოლო ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების მიზნით კი, არაერთი ღონისძიების განხორციელება იგეგმება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი