"ეს გადაცდა ყველა ზომიერების ნორმას ... ასეთი განცხადება სწორედაც იმას უწყობს ხელს, რასაც ვითომცდა პრევენციას უკეთებს... ნაცების პროვოკაციებს ეხმაურება და ლეგიტიმაციას აძლევს", - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას.
ზურაბიშვილი მის მოსაზრებას Facebook-ზე გამოხატავს.
"მთავრობას რომ ბევრი ნაკლი აქვს ფაქტია მაგრამ ეს იმის საფუძველი ვერ იქნება რომ ნაცების სტრატეგიას მხარი აუბა! პირად ამბიციამ და ქიშპობამ როგორ უნდა დაგაბრმავოს იმ დონეზე რომ ნაცების ატეხილ სამოქალაქო დაპირისპირების სცენარი პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გააჟღერო და ლეგიტიმაცია მისცე?????"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.