„მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25,“ - ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საკომიტეტო მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამ კონტექსტით მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავიაციაში 2 ვერტმფრენი, 2022 წლის ბოლომდე კი - 4 ვერტმფრენი გვეყოლება. ასევე, საავიაციო პარკი მი-24-ებითა და ამერიკული UH-1- ებით შეივსება.
ამ საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა: „30 წელია, რაც 31-ე ქარხანა დაიხურა. იქ დასაქმებული 15 ათასი თანამშრომელი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მსხვილ დოვლათს ქმნიდა. ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ეს ქარხანა, დავიბრუნეთ თანამშრომლებიც, ვისაც გააჩნია კომპეტენცია. ასობით მილიონი ლარის ღირებულების ავიაციას გამოუჩნდა პატრონი. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობას, ასევე ვქმნით იმ დოვლათს, რაც ადრე საქართველოში იქმნებოდა. საკუთარი ძალებით უზრუნველვყავით ავიაციის აღდგენა. ამაზე ვერავინ ოცნებობდა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.