ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯიბუტი: ეს კატასტროფაა... ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა იდენტურია, გიორგი გახარიას ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამის
22-02-2021, 08:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილის ბიუროკრატიულ ქსელში გახვევა უკვე დაიწყო.

 


ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში 19.02.2021 წ. ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა იდენტურია, იგივურია, არც ერთი სიტყვით და არც ერთი პუნქტუაციის ნიშნითაც კი, არ განსხვავდება 18.12.2020წ. გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამის.

 


ეს კატასტროფაა.

 


გახარიასა და ღარიბაშვილის მიერ პროგრამის წარდგენებს შორის გასულია ორ თვეზე ოდნავ მეტი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომლის პროგნოზირება შეუძლებელი იყო ორი თვის წინ: დაწყებული ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველა ფორმალური თანამდებობის დატოვებით, შეზღუდული შესაძლებლობების პარლამენტით და ყველა პროგნოზირებული მაჩვენებლის დარღვევით ( როგორც 2020, ისე 2021 წლისათვის) დამთავრებული.

 

 

ახალი პრემიერ-მინისტრი სწორედ პროგრამით აკეთებს განაცხადს , რომლის საფუძველზეც მტერიც და მოყვარეც იგებს თუ რა მოქმედებას უნდა ელოდოს სახელმწიფოსაგან. კარგად ჩამოყალიბებული გზავნილები - ორიენტირია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის. ვთქვათ, უცვლელი პროგრამა შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დეკემბერში მიღებული პროგრამის ერთგულება და გახარიას საქმიანობის მემკვიდრეობითობის დაცვა.

 

 

მაგრამ, სად ჩანს არსებული სიტუაციის შეფასება? თუნდაც იმ პროცესის, რამაც გამოიწვია მთავრობისათვის ხელახალი ნდობის გამოცხადებისა და პრემიერ მინისტრის შეცვლის აუცილებლობა?

 


ახალი პრემიერ მინისტრის მიერ სადაა გახარიას საქმიანობის შეფასება, სადაც ნაჩვენები იქნებოდა მისი წარმატება და წარუმატებლობა, შესაბამისი დასკვნებითა და მოქმედების გეგმით.

 


თუ ღარიბაშვილი უაპელაციოდ იღებს გახარიას მთავრობის ყველა შედეგს?

 

 

2019 წლის 26 ნოემბერს გიორგი გახარიამ გამოაცხადა პანდემიასთან ბრძოლის ორთვიანი „როგორმე თებერვლამდე მიღწევის პროგრამა“. როგორია ამ პროგრამის შედეგი? ამ პროგრამის ქვეშ დაიხარჯა ასობით მილიონი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის შემოწირული 100 მილიონი ლარი.

 

 

გახარიას მთავრობას მოწვეული ჰყავდა „მსოფლიო დონის ექსპერტები“ და მათი ქართველი 19 „ასისტენტი ექსპერტი“. როგორია ამ ჯგუფის მუშაობის შედეგები და შეაფასეს თუ არა „თებერვლამდე მიღწევის პროგრამა“, და რა მოსაზრებები გააჩნიათ მიმდინარე პროცესებზე? მათ არ წარმოუდგენიათ, თუ არ ასახულა მათი მოსაზრებები სამთავრობო პროგრამაში?

 


მიხეილ ჯიბუტი,


პროფესორი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი