ლიეტუვის მატრაკვეცობასთან დაკავშირებით - კატეხიზმო: სსრკ-ის მიერ ბალტიის ანექსიის „არცნობის“ დოქტრინა
22-02-2021, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კატეხიზმო: სსრკ-ის მიერ ბალტიის ანექსიის „არცნობის“ დოქტრინა

 

ავტორი: ბესარიონ გუგუშვილი - ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს საქართველოს პრემიერ მინისტრი

 

 

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“. ამავე დროს აშშ-მ განსაზღვრა, რომ იგი შეინარჩუნებს ამ ქვეყნების დამოუკიდებელ საელჩოებს აშშ-ში შემდგომი 50 წლის განმავლობაში (ანუ 1990 წლის ჩათვლით).

 


სინქრონოლოგია: ლატვიამ და ლიტვამ გამოაცხადეს დამოუკიდებლობ და და სსრკ-დან გასვლა ზუსტად 1990 წელს.

 


1959 წელს აშშ კონგრესმა 14 ივნისი გამოაცხადა „ბალტიის დამოუკიდებლობის დღედ“.

 


1975 წელს აშშ კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითად ევროპის სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის პრინციპი არ ვრცელდებოდა იმ ქვეყნებზე, რომელთავ ეხებოდათ „არ ცნობის“ დოქტრინა.

 

დამოუკიდებელი ბალტიის რესპუბუბლიკებს ოკუპაციის პერიოდში მხარს უჭერდნენ აგრეთვე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად – ესტონეთის მთავრობა ემიგრაციაში ჩამოყალიბდა შვედეთში 1953 წელს.

 

ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა სსრკ მიერ 1989 წლის 24 დეკემბერს


1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა სსრკ პრეზიდენტის მ.გორბაჩოვისა და აშშ პრეზიდენტის ჯ.ბუშს შორის შეხვედრა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა „ცივი ომის“ დასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობებისა დარეგულირება (მათ შორის იგულისხმებოდა აგრეთვე ბალტიის რესპუბლიკების სსრკ-ს მიერ ოკუპაცია და ანექსიაც).

 

სინქრონოლოგია:

 

მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი, საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის რეპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს უკანონოდ ცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც – საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა. ამით, არსებითად საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ბალტიის რესპუბლიკების გასვლას საბჭოთა კავშირიდან ლეგიტიმური საფუძველი მისცა და წააქეზა.


«О политической и правовой оценке советско-германского договора о ненападении от 1939 года

(постановление Съезда народных депутатов Союза Советских Социалистических Республик 24 декабря 1989 г.)


5. Съезд констатирует, что протокол от 23 августа 1939 года и другие секретные протоколы, подписанные с Германией в 1939–1941 годах, как по методу их составления, так и по содержанию являлись отходом от ленинских принципов советской внешней политики. Предпринятые в них разграничения «сфер интересов» СССР и Германии и другие действия находились с юридической точки зрения в противоречии с суверенитетом и независимостью ряда третьих стран.


Съезд отмечает, что в тот период отношения СССР с Латвией, Литвой и Эстонией регулировались системой договоров. Согласно мирным договорам 1920 года и договорам о ненападении, заключенным в 1926–1933 годах, их участники обязывались взаимно уважать при всех обстоятельствах суверенитет и территориальную целостность и неприкосновенность друг друга. Сходные обязательства Советский Союз имел перед Польшей и Финляндией.

 


6. Съезд констатирует, что переговоры с Германией по секретным протоколам велись Сталиным и Молотовым втайне от советского народа, ЦК ВКП(б) и всей партии, Верховного Совета и Правительства СССР, эти протоколы были изъяты из процедур ратификации. Таким образом, решение об их подписании было по существу и по форме актом личной власти и никак не отражало волю советского народа, который не несет ответственности за этот сговор.

7. Съезд народных депутатов СССР осуждает факт подписания «секретного дополнительного протокола» от 23 августа 1939 года и других секретных договоренностей с Германией. Съезд признает секретные протоколы юридически несостоятельными и недействительными с момента их подписания.


Протоколы не создавали новой правовой базы для взаимоотношений Советского Союза с третьими странами, но были использованы Сталиным и его окружением для предъявления ультиматумов и силового давления на другие государства в нарушение взятых перед ними правовых обязательств.

Председатель Верховного Совета СССР М. ГОРБАЧЕВ

Москва, Кремль. 24 декабря 1989 г.»


1991.09.06 სსრკ-მ ოფიციალურად გამოაცხადა ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ!

 

 

დსთ – ახალი საბჭოთა კავშირი ბალტიის გარეშე

 

1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის – შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს „დსთ“-ს შექმნის ხელშეკრულებას.


1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში „დსთ“-ს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურები, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, როდესაც მათ ხელი მოაწერეს „დსთ“-ში გაწევრიანებას.


სინქრონოლოგია:

 

საქართველომ „დსთ“-ს წევრობაზე უარი განაცხადა – 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაიწყო პუტჩი.


მას შემდეგ, რაც 1991-1992 წლების პუტჩით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საქართველოში, აფხაზეთის ომის დროს ე.შევარდნაძის სოხუმში ალყიდან განთავისუფლების საფასურად, საქართველო აიძულეს შესულიყო „დსთ“-ში – ამით დასრულდა საბჭოთა კავშირის რეორგანიზება.

* * *

აქ წარმოდგენილია დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მიერ საბჭოთა კვშირის მიერ ბალტიის რესპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მიმართ საბჭოთა ანექსიის არცნობის დოქტრინა ანუ „Non-recognition of the Soviet Annexation“ და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანათა განსხვავება.

 

საბჭოთა კავშირი გაეროში


საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო).


კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას – თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები.

 

როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს, საბჭოთა კავშირმა – რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა – საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა.

 

1958 წლიდან ნიუ იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა.

 

უკრაინა საბჭოთა პერიოდში ორჯერ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი (1948-1949, 1984-1985). აქედან გამომდინარე, მაგალითად, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უზენაესი საბჭოს (რადა) მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნონსენსი იყო, – ისევე როგორც ნონსენსი იყო უკრაინის „ცნობა“ მსოფლიოს ქვეყნების მიერ 1991 წლის განმავლობაში (გამოდიოდა, რომ გაეროს წევრი იყო არადამოუკიდებელი, დამოკიდებული, ოკუპირებული ქვეყანა და ასეთის არალეგიტიმური მთავრობა იყო წარმოდგენილი გაეროში).


ამდენად, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ – გაერთიანებული ორგანიზაციის წევრი იყო არა საბჭოთა კავშირი – არამედ საბჭოთა კავშირის სამი რესპუბლიკა. გარკვეული თვალსაზრისით შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკური პარადოქსი – საბჭოთა კავშირის შემადგენელი სამი რესპუბლიკა გაეროს წევრი იყო – თვით სახელმწიფო საბჭოთა კავშირი კი – არა. ამავე დროს ეს საერთაშორისო დონეზე საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს და მათს შორის საქართველოსაც დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებდა – საქართველოს უფლებებს ვითომ, ფორმალურად წარმოადგენდა - ერთი საბჭოთა რესპუბლიკა – რუსეთის ფედერაცია.

 

სხვა კუთხით – 1945 წლიდან საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკრაინა და ბელორუსია დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ! აგრეთვე – გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთი იყო არა საბჭოთა კავშირი, არამედ არსებითად რუსეთის ფედერაცია!


http://www.un.org/russian/basic/growth.htm 


ბალტიის რესპუბლიკების სპეციფიური საერთაშორისო სტატუსი


მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის შესაბამისად მოახდინა ბალტიის რესპუბლიკების ოკუპირება და ანექსია, 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ის ხელისუფლებამ სიმპსონის დოქტრინა განავრცო ბალტიის რესპუბლიკებზეც: „ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საბჭოთა ანექსიისა და სსრკ-ში ჩართვის არ ცნობით“. ამავე დროს აშშ-მ განსაზღვრა, რომ იგი შეინარჩუნებს ამ ქვეყნების დამოუკიდებელ საელჩოებს აშშ-ში შემდგომი 50 წლის განმავლობაში (ანუ 1990 წლის ჩათვლით).

 

სინქრონოლოგია: ლატვიამ და ლიტვამ გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და სსრკ-დან გასვლა ზუსტად 1990 წელს

 

1959 წელს აშშ-ის კონგრესმა 14 ივნისი გამოაცხადა „ბალტიის დამოუკიდებლობის დღედ“. 1975 წელს აშშ კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ევროპის სახელმწიფოების საზღვრების უცვლელობის პრინციპი არ ვრცელდებოდა იმ ქვეყნებზე, რომელთაც ეხებოდათ „არ ცნობის“ დოქტრინა.

 

დამოუკიდებელი ბალტიის რესპუბლიკებს ოკუპაციის პერიოდში მხარს უჭერდნენ აგრეთვე სხვა ქვეყნებიც, მაგალითად – ესტონეთის მთავრობა ემიგრაციაში ჩამოყალიბდა შვედეთში 1953 წელს. ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენისა და ესტონეთის პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, 1992 წლის 8 ოქტომბერს ესტონეთის მთავრობამ ემიგრაციაში, ემიგრანტული პრეზიდენტის ჰეინრიხ მარკის სახით ძალაუფლება გადასცა ახალარჩეულ ლენარტ მერის.

 

საქართველოს სპეციფიკური საერთაშორისო სტატუსი

 

აქ უნდა აღიწეროს ემიგრაციაში საქართველოს მთავრობის (ნ.ჟორდანიას) ოფიციალური სტატუსის შეცვლა – რომელიც ჯერ „ერთა ლიგის“ მიერ ემიგრაციაში ლეგიტიმურ ხელისუფლებად იყო აღიარებული, მაგრამ 1937 წელს საბჭოთა კავშირთან გარკვეული გარიგებისა და გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეობის ძიების გავლენით – გააუქმეს.


ბალტიის რესპუბლიკების ანექსიის უსამართლობის ცნობა სსრკ-ის მიერ


1989 წლის 2 დეკემბერს კუნძულ მალტასთან მოხდა სსრკ-ის პრეზიდენტის, მ.გორბაჩოვისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯ.ბუშს. ამ შეხვედრაზე გადაწყდა „ცივი ომის“ დასრულება და ამ ომისაგან გამომდინარე წინააღმდეგობებისა დარეგულირება (მათ შორის იგულისხმებოდა აგრეთვე ბალტიის რესპუბლიკების სსრკ-ის მიერ ოკუპაცია და ანექსიაც).

 

სინქრონოლოგია: მალტის შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 1989 წლის 24 დეკემბერს ბალტიის რეპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია და ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ 1940 წელს უკანონოდ ცნო და განაცხადა, რომ ეს საბჭოთა ხალხის სურვილისა და ნების წინააღმდეგ და მეტიც – საბჭოთა კანონების დარღვევით მოხდა. ამით არსებითად საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ბალტიის რესპუბლიკების გასვლას საბჭოთა კავშირიდან ლეგიტიმური საფუძველი მისცა და წააქეზა.


დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირება სსრკ რესპუბლიკების მიერ და სსრკ-ის მიერ მათი ცნობა

 

საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირების ქრონოლოგია


ლიტვა – 1990 წლის 11 მარტი


ლატვია – 1990 წლის 4 მაისი


მოლდავეთი – 1990 წლის 2 სექტემბერი


საქართველო – 1991 წლის 9 აპრილი


სინქრონოლოგია: 1991 წლის 19-21 აგვისტოს მოსკოვში მოხდა „გკჩპ“ – რომელსაც მოჰყვა „სუვერენიტეტების აღლუმი“


ესტონეთი – 1991 წლის 20 აგვისტო


უკრაინა – 1991 წლის 24 აგვისტო (გაეროს წევრი)


რუსეთი – 24 1991 24 აგვისტო (გაეროს წევრი)


ბელორუსია – 1991 წლის 25 აგვისტო (გაეროს წევრი)


უზბეკეთი – 1991 წლის 31 აგვისტო


სინქრონოლოგია: ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის ცნობა სსრკ-ის მიერ 6 სექტ. 1991.

 

ტაჯიკეთი – 1991 წლის 9 სექტემბერი


აზერბაიჯანი – 1991 წლის 18 ოქტომბერი


სომხეთი – 1991 წლის 23 სექტემბერი (რეფერენდუმი)


თურქმენეთი – 1991 წლის 27 ოქტომბერი


სინქრონოლოგია: 1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის პრეზიდენტები აუქმებენ სსრკ-ს.

 

ყირგიზეთი – 1991 წლის 12 დეკემბერი


ყაზახეთი – 1991 წლის 12 დეკემბერი


საბჭოთა კავშირის მთავრობამ ცნო ბალტიის რესპუბლიკების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობა 1991 წლის 6 სექტემბერს – თუმცა ამ დროისათვის დამოუკიდებლობა უკვე ჰქონდათ გამოცხადებული სომხეთს, მოლდავეთს, საქართველოს, უკრაინას, ბელორუსიასა და უზბეკეთს. პასუხი კითხვაზე: რატომ მაინც და მაინც ბალტიის რესპუბლიკები აღმოჩნდნენ ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ისტორიკოსებმა და პოლიტოლოგებმა უნდა გასცენ…

 

სინქრონოლოგია: საქართველოში 1991 წლის 2 სექტემბერს დაიწყო მცოცავი პუტჩი.


ბალტიის რესპუბლიკების გარდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გაერთიანება დსთ-ში

 

1991 წლის 8 დეკემბერს, საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკების ლიდერები, რომლებიც გაეროს დამფუძნებელი წევრები იყვნენ ანუ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის – შეიკრიბნენ ბელორუსიაში, ბელოვეჟში და ხელი მოაწერეს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ)“ შექმნის ხელშეკრულებას.

 

1991 წლის 21 დეკემბერს, ყაზახეთის დედაქალაქში ალმა-ათაში „დსთ“-ს დამაფუძნებლებმა მიიწვიეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მეთაურები გარდა ბალტიის ქვეყნებისა როდესაც მათ ხელი მოაწერეს დსთ-ში გაწევრიანებას.


სინქრონოლოგია: საქართველომ დსთ-ს წევრობაზე უარი განაცხადა – 1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში დაიწყო პუტჩი.


მას შემდეგ, რაც 1991-1992 წლების პუტჩით დაამხეს ეროვნული ხელისუფლება საქართველოც აფხაზეთის ომის დროს ე.შევარდნაძის სოხუმში ალყიდან განთავისუფლების საფასურად საქართველო აიძულეს შესულიყო დსთ-ში ამით დასრულდა საბჭოთა კავშირის რეორგანიზება.

 

წყარო

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი