გიორგი გახარიას დამოუკიდებელი მამაცობის და კეთილშობილების ვისაც გჯერათ, ირიბად აღიარებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წავიდა, რაც მე არ მჯერა და ამაზე უკვე დავწერე, რომ ეს შეთანხმებული თამაშია, გახარიას თამადობით ოპოზიციური პარტიის გასაკეთებლად.
ახლა, თეორიულად დავუშვათ და ოლიგარქმა მართლა მოიწყინა ექსპერიმენტი, ქონებადავანებული წავიდა და რაც ხდება, კლანების ჯახის შედეგია, მაშინ ეს უფრო სწრაფად დაასრულებს ამ ხელისუფლებას, თუმცა მანამდე დიდი სიფრთხილეა საჭირო, ბევრ სისულელეს გააკეთებენ.. ბევრი აქვთ დასაკარგავი...
ნინო მეტრეველი,
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.