ლიეტუვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მთავრობას აფრთხილებს, რომ თუ ესკალაცია და პოლიტიკური ოპონენტების დევნა გაგრძელდა, ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება პირველი იყოს, რომელიც საქართველოს სანქციებს დაუწესებს.
„ვხედავ, პოზიტიურ სიგნალებს ოპოზიციიდან და იმედი მაქვს, მთავრობიდანაც წამოვა ანალოგიური სიგნალები. ვშიშობ, ესკალაცია ძალიან შორს წავიდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა ახლა, ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. ჩვენ ძალიან ხმამაღლა ვილაპარაკებთ, თუ დავინახავთ, საქართველოს მთავრობა ოპოზიციის იზოლაციისაკენ წავიდა. თუ ესკალაცია გაგრძელდა ამის საფასურის გადახდა მთავრობას მოუწევს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასე შორს არ წავალთ.
„არ გქონდეთ იმედი, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნით ნატოსა და ევროკავშირში შეხვალთ, ეს არ მოხდება არასდროს. თქვენ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები, ახლა გინდათ, მომავალიც დაკარგოთ?! გაერთიანდით, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარ საფასურს გადაიხდით. ამერიკა ევროკავშირისგან დამოუკიდებელი ქვეყანაა და საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს. ბევრი რამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია და ვფიქრობ, შეიძლება ამერიკა პირველი იყოს სანქციების დაწესების საკითხში“,- აცხადებს პავილიონისი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.