ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ „დესტრუქციული ძალა“ და მათ ქმედებას „მიზანმიმართული საბოტაჟი“ უწოდა და თქვა, რომ „პარტიულ ტელევიზიებს“ ხელიდან გამოაცლიან სიცრუის პროპაგანდას
22-02-2021, 13:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ [„ნაციონალური მოძრაობის“] პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია იმედი მაქვს, დაგვეხმარება მათ დახვეწაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 


მან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან გაერთიანებულ ძალებს „ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა“ და მათ ქმედებას „მიზანმიმართული საბოტაჟი“ უწოდა „ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

 


„ის, რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ფაქტი, რომ დღეს ჩვენი ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა, მათ მივმართო. ვიცი, რომ არ შეიძლება, არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია იმედი მაქვს, დაგვეხმარება მათ დახვეწაში. მერწმუნეთ, რომ ხალხს ნაკლებად აინტერესებს მაგალითად, საარჩევნო კოდექსის რაღაც გარკვეული დეტალები, თუ რა გზით მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუკი ამ შენობიდან, ტრიბუნიდან არ ისმის მათი სათქმელი“, განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


მან ასევე თქვა, რომ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც „თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას“ ეწევა, „ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან“, სიმართლის დაპირისპირებით.

 


მინდა, ასევე ვთქვა, ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. ახლა გვჭირდება ერთიანობა და არა პოლიტიკური პროგრამის, არამედ საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესების გარშემო გაერთიანება. რაც ხდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ დესტრუქციულ კამპანიას ვგულისხმობ, თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, შეიძლება, ცოტა ხნით მოატყუო ადამიანები, ნათქვამია, რომ მრავალგზის განმეორებული სიცრუე ხანდახან ხდება სიმართლე, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინაიდან ჩვენ ამ ყველა სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა ძალა და გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ასეთი შრომისთვის, მე ამას მხოლოდ მივესალმები, ჩვენი გუნდი მიესალმება მათთან დიალოგს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობს“, –განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი