ირაკლი ღარიბაშვილი: „ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს, კანონი აღსრულდება, ისე როგორც წესია“
22-02-2021, 13:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს, კანონი აღსრულდება, ისე როგორც წესია, განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების საპასუხოდ.

 


„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ მოუწევთ ამის გაკეთება და მოუწევთ მალე“, თქვა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ „300 000 ჩვენი თანამოქლაქე გაასამართლა სააკაშვილის რეჟიმმა და მელიას რეჟიმმა“.

 

 

„300 000 ჩვენი თანამოქლაქე გაასამართლა სააკაშვილის რეჟიმმა და მელიას რეჟიმმა, მელიაც მისი გუნდის წევრი იყო, ცდილობს უშედეგოდ დისტანცირებას, უშედეგოდ, იმ მემკვიდრეობასთან, რომელიც მათ დაგვიტოვეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. ბატონი მელია იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, როცა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეში სწორედ უშუალოდ მან მიიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და აღსრულებას მოაწერა ხელი. აღარ გავაგრძელებ სპეკულაციას, თუ რამდენი ოჯახი გააუბედურეს მათ, რა ვითარება იყო ციხეებში; როგორი წამება, ტანჯვა, გაუპატიურება და ა.შ. რა ხდებოდა ციხეებს გარეთ.

 


„მთელმა მსოფლიომ იხილა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის უმძიმესი საქმეები, როგორიცა არის ციხის საქმეების სკანდალი, რომელზეც უსუსურად ცდილობენ, რომ თითქოს ეს რაღაც გამოგონილი იყო, შემდეგ კასრების საქმე, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს იქნა გახსნილი, სადაც არნახული, ადამიანისთვის ძალზე რთულად წარმოსადგენი წამების ფორმები იყო ასახული, რომელიც ჩვენ გამოვიძიეთ და ყველა ის დამნაშავე დავსაჯეთ და სხვა არაერთი მძიმე დანაშაული, ტერიტორიების დაკარგვა, როგორ გვავიწყდება მეგობრებო? რომელ ქვეყანაში შეიძლება პასუხისმგებლიან ორგანიზაციას თუ მოქალაქეს გაუჩნდეს კიდევ იმის სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, არათუ ხელისუფლებაში მობრუნების, ვინც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა ვერ აგვარიდა თავიდან", განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი