ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, მიხეილ სააკაშვილი კი მოღალატე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა ვერ აგვარიდა თავიდან და „ცხინვალს და 100-ზე მეტს სოფელს, ამ მოღალატე სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა“. „ჩვენი ერის სირცხვილი, ჩვენი ჯარის, მთავარსარდლად წოდებული. კარგად ვიხილეთ ჩვენ 2008 წელს გართხმული მიწაზე. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება?!“, თქვა მან სააკაშვილის მისამართით.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, რადგან „თუ არ ვთქვით, სიმართლე, ჩვენ ამ სიცრუეში მოგვიწევს თანაცხოვრება“.
„300 000 ჩვენი თანამოქლაქე გაასამართლა სააკაშვილის რეჟიმმა და მელიას რეჟიმმა, მელიაც მისი გუნდის წევრი იყო, ცდილობს უშედეგოდ დისტანცირებას, უშედეგოდ, იმ მემკვიდრეობასთან, რომელიც მათ დაგვიტოვეს, მაგრამ ძალიან გაუჭირდება. ბატონი მელია იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, როცა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეში სწორედ უშუალოდ მან მიიღო დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და აღსრულებას მოაწერა ხელი. აღარ გავაგრძელებ სპეკულაციას, თუ რამდენი ოჯახი გააუბედურეს მათ, რა ვითარება იყო ციხეებში; როგორი წამება, ტანჯვა, გაუპატიურება და ა.შ. რა ხდებოდა ციხეებს გარეთ.
„მთელმა მსოფლიომ იხილა ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის უმძიმესი საქმეები, როგორიცა არის ციხის საქმეების სკანდალი, რომელზეც უსუსურად ცდილობენ, რომ თითქოს ეს რაღაც გამოგონილი იყო, შემდეგ კასრების საქმე, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს იქნა გახსნილი, სადაც არნახული, ადამიანისთვის ძალზე რთულად წარმოსადგენი წამების ფორმები იყო ასახული, რომელიც ჩვენ გამოვიძიეთ და ყველა ის დამნაშავე დავსაჯეთ და სხვა არაერთი მძიმე დანაშაული, ტერიტორიების დაკარგვა, როგორ გვავიწყდება მეგობრებო? რომელ ქვეყანაში შეიძლება პასუხისმგებლიან ორგანიზაციას თუ მოქალაქეს გაუჩნდეს კიდევ იმის სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, არათუ ხელისუფლებაში მობრუნების, ვინც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა ვერ აგვარიდა თავიდან... 2008 წლამდე ცხინვალში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ჩვენი სამხედრო ოფიცრები. თავისუფალი მიმოსვლა იყო. ყველა ეს პერსპექტივა ამ ადამიანებმა მოგვისპეს, გაანადგურეს, შედეგად მივიღეთ, ამ უგუნური, ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის და ჩიხში შეიყვანეს აღნიშნული საკითხი. იგივე არის აფხაზეთთან მიმართებაში, კოდორი და 100-ზე მეტი სოფელი და ცხინვალი და 100-ზე მეტს სოფელს, ამ მოღალატე სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა. აი, ამ ძალაზე გვაქვს საუბარი მეგობრებო.
როცა მე მომიწოდებენ, ვიყო კონსტრუქციული, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან ვიყო კონსტრუქციული. ამ ადამიანებს ბოდიშიც კი არ მოუხდიათ საქართველოს მოსახლეობისთვის, ყველა იმ უბედურების გამო, რაც მათ ჩაიდინეს. ახლაც არ ჩერდებიან, ახლაც ძალადობენ. 2019 წელს პარლამენტზე დაგეგმილი შტურმი, რა თქმა უნდა, იყო მცდელობა იმისა, რომ ჩამოქცეულიყო სახელმწიფო, მტკიცედ რომ არ დამდგარიყო მაშინ ჩვენი გუნდი და პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. დღეს, იგივე ადამიანები, იგივე წარმომადგენლები ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, მე არ მერიდება ამის თქმა, იმიტომ რომ ყველაფერს თუ არ დავარქვით სახელი, და თუ არ ვთქვით, სიმართლე, ჩვენ ამ სიცრუეში მოგვიწევს თანაცხოვრება. აი, ამ გარღვევას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 30 წელია, ეს უნდა დავასრულოთ მეგობრებო, უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი - ვინ არის დამნაშავე და ვინ არის უდანაშაულო და ა.შ.“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.