ღარიბაშვილმა ბაქოში ალიევთან ჩასვლა დაანონსა და იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს აზერბაიჯანის „ბრძენ მმართველთან“ საერთო ენის გამონახვას დავით გარეჯის საკითხზე
22-02-2021, 14:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის „ბრძენ“ პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან უახლოეს პერიოდში შეძლებს მოლაპარაკებების გამართვას და დავით გარეჯის საკითხზე გონივრული „გადაწყვეტილების მიღებას“.

 


„პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ბატონი ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება.

 

 

„ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მე მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებასა და საერთო ენის გამონახვას. ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება. ის სიცრუის პროპაგანდა, რომელიც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოეს, რა თქმა უნდა, არის თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითი. რომ თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე. ამ დროს თავად შემსრულებლებმა აღიარეს, რომ თურმე ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც არის პირდაპირი ღალატი, აბა რა არის?

 


რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ, თითო სანტიმეტრ მიწას. ჩვენ რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს? ასე არ შეიძლება გაგრძელდება, მეგობრებო. ეს უნდა დასრულდეს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან შეხვედრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი