ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მოღალატე სააკაშვილს“ სამოქალაქო ომით სურს ხელისუფლებაში დაბრუნება და მას „ამ რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან“, დიალოგის არავითარი განწყობა არ აქვს
22-02-2021, 15:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ მიუღებელია ხელისუფლებაში „მოღალატე სააკაშვილის“ დაბრუნება, რომელიც „ძალადობს თავისი გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ძალადობით, ზოგს ფულით იჭერს და ასე შემდეგ“.

 


ღარიბაშვილის თქმით, „ეს ქაოსი დასრულდება ძალიან მალე“.

 


„პირადად მე ამ დღეების განმავლობაში ვისმენ არნახულ ცილისწამებათა კასკადს, ნიაღვარს ჩემი მისამართით. მე ვახსენებ მათ, რომ ბოლო ერთი წელიწადი ვიყავი თავდაცვის მინისტრი. რაღაც არნახული სიბინძურე, უბედურება, რაც ადამიანს შეიძლება მოუვიდეს თავში, რაც მათ აქვთ გაკეთებული, ღალატი, უბედურება, რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერს გვაბრალებენ ჩვენ. როგორ შეიძლება, ადამიანებს დააბრალო ყოველგვარი ფაქტების გარეშე, რომ მე რუსებს მოვაკვლევინე ექვსი სპეცრაზმელი. გამოდის ეს თვითონ მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინო, ჩვენი ერის, ჩვენი ჯარის სირცხვილი, მთავარსარდლად წოდებული, კარგად ვიხილეთ 2008 წელს გართხმული მიწაზე, და ეს ადამიანი კიდევ გველაპარაკება ჩვენ, ვინც დაარბია, დახოცა ხალხი, გააუბედურა, აწამა. ბიზნესი რა მდგომარეობაში იყო. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება? ვის უნდა საერთოდ ქვეყნის მომავალზე ფიქრი. მათთან ერთად წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის განვითარება, თქვენ წარმოგიდგენიათ, რაიმე გადატრიალება მომხდარიყო ქვეყანაში, რა მოხდებოდა ქვეყანაში? მოხდებოდა არეულობა, სამოქალაქო ომი, რაც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, რაც პირდაპირ ემთხვევა სააკაშვილის ინტერესებს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილი იყო ის სამარცხვინო პირი და მთავარსარდალი, პრეზიდენტი, გახსოვთ ალბათ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა გორში, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე სტუმარი მიატოვა, კაცი გაიქცა, მიწაზე გაერთხა. კაცი გაოგნებული იყურებოდა და ამის შემდეგ ეს ადამიანი გამოდის, ძალადობს თავისი გუნდის წევრებზე, ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ძალადობით, ზოგს ფულით იჭერს და ასე შემდეგ. ეს ქაოსი დასრულდა და დასრულდება ძალიან მალე“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


იგი საერთაშორისო პარტნიორებს შეახსენებს თუ როგორ ტარდებოდა საქართველოში არჩევნები სააკაშვილის მმართველობის დროს - 2012 წლის ჩათვლით და აცხადებს, რომ „საშინელი ტერორის ქვეშ უწევდათ მოქალაქეებს ხმის მიცემა“.

 


ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ამ რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან“, მას დიალოგის არავითარი განწყობა არ აქვს.

 

 

„ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს – სოფლის მეურნეობაში, სოფლებში, რეგიონებში, ეკონომიკაში, სიდუხჭირე, სიღარიბე. ამას სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ. მე შევახსენებ ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როგორი არჩევნები ტარდებოდა 2012 წლის არჩევნების ჩათვლით, როგორი ძალადობრივი, როგორი საშინელი ტერორის ქვეშ უწევდათ მოქალაქეებს ხმის მიცემა. ეს ყველაფერი არცთუ შორეულ წარსულში ხდებოდა. ეს ხდებოდა სულ რაღაც ცხრა წლის წინ. კიდევ ერთ კონკრეტულ მაგალითს შეგახსენებთ – ხურჩის ტერაქტი, ტერაქტად შერაცხული, რომელიც მოსახლეობის დაშინების მიზნით, თავადვე დადგეს და ჩვენი თანამოქალაქეები, მოხუცი ქალბატონი დაიჭრა. ეს ხალხია, ამ ხალხთან გვიწევს საუბარი. ასე რომ, ამ რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან, მე, რა თქმა უნდა, საუბრისა და დიალოგის არავითარი განწყობა არ მაქვს. ოპოზიციასთან მზად ვარ დიალოგისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდია მზად, მაგრამ ერთი დათქმით, რომ ისინი გაემიჯნებიან ამ კრიმინალურ საქმიანობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას“, თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი