ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების შესახებ ინფორმაცია მერის წარმომადგენლებს გააცნო
22-02-2021, 17:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნინოწმინდის მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მათ დეტალურად გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამა, რომელიც გერმანიაში, სოფლის მეურნეობის დარგში სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების საშუალებას იძლევა.

 


კერძოდ, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს - უნდა იყოს:

 


- 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

 


გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

 


- ფიზიკური ჯანმრთელობა;

 


- მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

 

 

- ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

 


- გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/ 

 

 

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი