კახა კახიშვილი: გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას
22-10-2015, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება სიტუაციის ესკალაციას ახდენს. კახიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ კითხულობს, თუ რას ნიშნავს "ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს?"


"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს, რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას კონსტიტუციას საფრთხე ექმნება, პოლიტიკურ პარტიებთან, ამასთან, იმასთან იწებს მოლაპარაკებებს, გარკვეული საფუძველი უნდა არსებობდეს. ამ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი არსებობს", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლისადმი გაკეთებულ მოწოდებას, მინისტრი მას სასამართლო საქმიანობაში ჩარევად აფასებს.


"პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შეიძლება ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად? არავის აქვს უფლებს ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში. პრეზიდენტმა შეიძლება მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რას ნიშნავს "ხისტი და ნაჩქარევი არ იყოს?" როგორც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს ხისტი და ნაჩქარევი, როცა ის უნდა იყოს დასაბუთებული და თუ მას დასაბუთება აკლია, ამ შემთხვევაში მხარეს აქვს მისი გასაჩივრების უფლება", - აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი