ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო, ირაკლი ღარიბაშვილმა მიატოვა ძალიან წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს დადგა ქვეყნის სამსახურში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ჩაიბარა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი უმძიმესი, პოლიტიზებული სისტემა, რაც ყველას გვახსოვს, რომლის მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბევრს ძნელად თუ წარმოედგინა, რომ ამ სიტემის გარდაქმნა შესაძლებელი იყო სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ეს ჩანდა შეუძლებელი, თუმცა, ეს შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც სწორედ რომ ფუნდამენტურად გარდაქმნა ეს სისტემა, პოლიციაში განამტკიცა ჰუმანიზმის პრინციპები და პოლიცია ჩააყენა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.
2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ რთულ პერიოდში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რისი კულმინაციაც იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.
დღემდე ირაკლი ღარიბაშვილი მოღვაწეობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც მან ასევე გაატარა ფუნდამენტური უმნიშვნელოვანესი რეფორმები ქართული ჯარის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაახლოებოდა ნატოს.
ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი.
- პირველი - ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი;
- მეორე - ეს არის პრინციპულობა - ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგად ესმის და მან ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი;
- და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე - ეს არის პატრიოტიზმი: ირაკლი ღარიბაშვილს უყვარს თავისი სამშობლო და მას უყვარს თავისი ხალხი.
ეს ყველაფერი გვიქმნის ჩვენ ყველას მყარ რწმენას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. როგორც უკვე აღვნიშნე, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ 2024 წელს სწორედ ის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს ჩვენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე.
წარმატება მინდა ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს და მთლიანად მის სამთავრობო გუნდს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.