„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიცია შემდგომი მოქმედებების გეგმას მხარდამჭერებს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან 3 საათზე გააცნობს.
„ციხე ადამიანს აძლიერებს. ნიკა მელიამ მოგვცა ბრძოლის მაგალითი. ის მშვიდი იყო და იყო მტკიცე. ჩვენი ვალია, რომ დროშა არ დაეცეს ძირს, ჩვენი ვალია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე და ამ როდიონოვმა, ივანიშვილმა და მისმა ცახესმა, დაამყარეს საბჭოთა დიქტატურა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა დიდი ხანი იქნება ჩამოურეცხავი. ჩვენ ვიკრიბებით დღეს 3 საათზე კანცელარიასთან, გამოვაცხადებთ შემდეგი ბრძოლის მეთოდებს და მე პირადად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ვპირდები ივანიშვილს, რომ დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი დღე - დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ის, რაც მან გააკეთა, ასეთი რამეები უპატიებელი არ დარჩება“, განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.