ლევან ბერძენიშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა
22-10-2015, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალურ მოძრაობას" ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13%-იანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა, ამ განცხადებას დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს და ასკვნის, რომ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციის არანაირი საფრთხე არ არსებობს და არც საზოგადოებაშია რევოლუციური განწყობა.


"საქართველოში ესკალაციის არავითარი საფრთხე არ არის. "ნაციონალური მოძრაობის" მუქარებისა და სიტყვების: "მაიდანის", "დამოურჩილებლობისა" და "რევოლუციის" ხსენების მიუხედავად, მათ ამ ყველაფრის განხორციელების არც უნარი აქვთ და არც საშუალება ექნებათ, რადგან საზოგადოებაში მსგავსი განწყობები არ არის. "ნაციონალურ მოძრაობას" ვითარება ადეკვატურად არ ესმის და ისინი NDI-ის გამოკითხვებმა აშკარად შეცდომაში შეიყვანა. მსოფლიოში 13%-იანი რევოლუცია ჯერ არ მომხდარა. შეშფოთების საფუძველია, რომ ვიღაც თერმოსებს, საძილე ტომრებს მოიმარაგებს და კანონს წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ ყველამ პატივი უნდა ვცეთ როგორც სიტყვის თავისუფლებას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონმდებლობას", - აცხადებს ბერძენიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი