შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება მაღალ დონეზე ჩაატარა და „ზედმეტი არაფერი მომხდარა“
23-02-2021, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტტეის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპონენტები დასავლელი პარტნიორების თვალში შებრუნებული რეალობის წარმოჩენას ცდილობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება მაღალ დონეზე ჩაატარა და „ზედმეტი არაფერი მომხდარა“.

 

 

„ჩვენი ოპონენტები კიდევ ერთხელ ცდილობენ შებრუნებული რეალობის წარმოჩენას, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. შებრუნებული რეალობა, თითქოს კანონის დარღვევა არის სამართალი და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ეს არის შებრუნებული რეალობა, როდესაც ცხოვრობ დამოუკიდებელ საქართველოში, ეს ერთი.

 

 

მეორე, შებრუნებული რეალობა არის, თითქოს ეს არის შტურმი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და ეს არის მთავარი მოვლენა და არა ის, რომ ოფისში გამაგრებული არიან პარტიის წარმომადგენელები და ხელს უშლიან მართლმსაჯულების აღსრულებას. რაც შეეხება ჩვენი პარტნიორების გამოხმაურებას, ჩვენ ამას ვამბობდით, რომ სურათი არ იქნებოდა სასიამოვნო დასანახი. კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომ ასეთ მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება. ვნახეთ, რომ ზედმეტი არაფერი მომხდარა“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი