ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ჰყავს ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი, დღეს გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და პოლიცია
23-02-2021, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და პოლიცია, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავების შესახებ კომენტირებისას.

 


მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ეფექტიანი შინაგან საქმეთა მინისტრი. „მინდა ბატონ გომელაურს და პოლიციას საჯაროდ გადავუხადო გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და სტაბილურობა. ყველას შევახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო“, განაცხადა პრემიერმა.

 

 

მან ასევე თქვა, რომ „დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი“.

 

 

„რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ ყველა მოქალაქის კონსტიტუციურ ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ. ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მისი თქმით, ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, დაემორჩილოს კანონის აღსრულებას.

 

 

„მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა, გავაკეთო შემდეგი კომენტარი, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი, სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი.

 

 

მე შეგახსენებთ, რომ ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ მაღალ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, უკავშირდება სწორედ ამ შენობის შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფო ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს.

 

 

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა, არის ვალდებული და იქნება ყველა ვალდებული, რომ დაემორჩილოს კანონის აღსრულებას“, განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი