საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ განიხილება და ოპოზიციასთან ეს საკითხი არ იქნება მოლაპარაკების საგანი.
მან მოუწოდა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში.
„ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, უბრალოდ, როგორც რამდენიმე ოპოზიციონერმა საჯაროდ თქვა, ოპოზიციის ამ ბანაკში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ პირდაპირი დავალება მიცემული საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ მოლაპარაკება არ უნდა მომხდარიყო და ის უნდა დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. სწორედ ამ ადამიანების სცენარმა და გზამ განიცადა სრული ფიასკო. ამიტომ, მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.