საბედნიეროდ, სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.
მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპერაციის მშვიდობიანად წარმართვისთვის.
კახა კალაძის თქმით, დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ საზოგადოება კიდევ არ არის შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე და ქვეყნის მთავარი პრობლემა რადიკალიზმია.
„სამწუხაროდ, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე, ჯერ კიდევ არ გვაქვს კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს სახელმწიფოს და ერთმანეთის უპატივცემლობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არა აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.