"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციებში.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მას აქვს საქართველოს მოქალაქეების მანდატი და ბუნებრივია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მასთან გაიარონ კონსულტაციები.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ამ კონსულტაციებში მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები; ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, ნინო გოგუაძე, ირაკლი ჩიქოვანი. არც ერთ მათგანს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.