გოგა ხაინდრავა: ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში... ეს არის კაცი, რომელსაც სწამს ღმერთი, უყვარს ქვეყანა, შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს
23-02-2021, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა მადლობა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ის გამორჩეული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში, მისი გზა ამაზე მეტყველებს და ეს არის კაცი, რომელსაც სწამს ღმერთი, უყვარს ქვეყანა, შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს, – განაცხადა „ქართული ოცნების მხარდამჭერმა“ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

 


მისი შეფასებით, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, თუმცა ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იმ ქვეყანაში განხორციელდეს, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყანაზე.

 


„როდესაც პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, უნდა გქონდეს ამის უნარი და შნო. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყეტილება, მაგრამ ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იმ ქვეყანაში განხორციელდეს, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულ ქვეყანაზე, განვითარებულ ქვეყანაზე, ჩვენ ასეთი ქვეყანა ვართ და ვიქნებით და ჭკუას ნურავინ ნუ გვასწავლის. ერთი დღეც არ გასულა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ განუცხადებია მასობრივი აქციზების შესახებ და დესტაბილიზაციის შესახებ, ეს იყო ბუდე დესტაბილიზაციის, ანარქიის მცდელობის, მაგრამ მათ ამის თავიც არ აქვთ. ეს კურდღელი მელია, ხომ დაინახა რომ პოლიცია მოვიდა, ხომ იძახის რომ ვაჟკაცია, ხომ მიხვდა, რომ აიყვანდნენ და შევიდოდნენ, გასულიყო გარეთ, ეთქვა ხალხო გაჩერდით. ვიდრე ხელი არ მოჰკიდეს ოთახში იყო ჩაკეტილი და რომ აიყვანეს მერე დაიწყო გაჩერდითო. ვნახეთ, როგორი ვაჟკაციც არის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი