სახელმწიფო კანცელარიასთნ ოპოზიციური პარტიების მიერ მოწყობილ აქციაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეკრებილებს მთავრობის წევრების კაბინეტებიდან გამოყრისკენ მოუწოდა, თუმცა დააზუსტა, რომ ეს კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს.
„ვყოფილვართ სხვადასხვა კაბინეტებში, კანცელარიაშიც და პარლამენტშიც და არაფერი მუდმივი არ არის, არაფერი, უბრალოდ, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ღირსეულად ჩამოხვიდე იმ კაბინეტებიდან და იმ სართულებიდან, სადაც ხარ და ამას ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად, შეუპოვრად, რომ ეს ადამიანები, მშვიდობიანად, მაგრამ ვიტყვი ამ სიტყვას, კონსტიტუციური მეთოდებით, მაგრამ, გამოვყაროთ ამ კაბინეტებიდან, არჩევნების შედეგად, მაგრამ გამოვყაროთ და აუცილებლად გამოვყრით, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას უნდა საქართველოს დაჩოქება. ამ ხელისუფლებას, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ არ აქვს მორლაური უფლება, რომ ამ ქვეყანაში მმართველად დარჩეს“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.