სოზარ სუბარი: დღეს ვნახეთ, რომ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოგროვდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ ამომრჩევლებშიც კი არის განცდა, რომ რაც შსს-მ გააკეთა, იყო კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენა
23-02-2021, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს ვნახეთ, რომ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოგროვდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ ამომრჩევლებშიც კი არის განცდა, რომ რაც შსს-მ გააკეთა, იყო კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენა.

 


„მათ ამომრჩეველმა ხმა მისცათ და საქართველოს პარლამენტში კეთილი ნებით შევუნარჩუნეთ ადგილები. შეუძლიათ, შემოვიდნენ და მოვუწოდებთ, შემოვიდნენ. პოლიტიკური ბრძოლის ადგილი არის პარლამენტში, ქუჩაც არის პოლიტიკური ბრძოლის ადგილი, როცა კანონიერ ჩარჩოში რჩება. მათი პრეროგატივაა, რას აირჩევენ. რაც შეეხება იმას, რამდენ ადამიანს ველოდებით აქციაზე, დავინახეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება, გამოვიდეს. გვახსოვს, საზოგადოების აღშფოთება იყო ლეგიტიმური, ერთი საათის განმავლობაში ყოველგვარი პარტიული მოწოდების გარეშე, 10-15 ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. დღეს ვნახეთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი მოგროვდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ამომრჩევლებშიც კი არის განცდა, რომ რაც შსს-მ გააკეთა, იყო კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენა, ზედმეტი ძალა არ იყო გამოყენებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი