სალომე ზურაბიშვილი: პრემიერის დღევანდელი განცხადებები მიუთითებს მის სრულ პოლიტიკურ გამოუცდელობასა და უუნარობაზე
22-10-2015, 05:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრეზიდენტ მარგველაშვილის გაკრიტიკების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრსაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე დღეს გაკეთებული განცხადებები "მიუთითებს მის სრულ პოლიტიკურ გამოუცდელობასა და უუნარობაზე".


ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი Facebook-ზე წერს.


"ჩემს მიერ პრეზიდენტის განცხადების შესახებ გაკეთებულ კომენტარზე რეაქციებში მთხოვენ პრემიერის გამოსვლაც გავაკომენტარო. მესმის რომ ამ ნიშნის მოგებით მიწვევენ რაღაც ორ მხარეს შორის კამათში. სულაც არ მერიდება და მგონი არ მახასიათებს ზედმეტი სიფრთხილე თუ მორიდება ხელისუფლების მიმართ!


პრემიერის დღევანდელი განცხადებები მიუთითებს მის სრულ პოლიტიკურ გამოუცდელობასა და უუნარობაზე! და გვიჩვენებს რომ აზრზე არ არის რა შეიძლება თქვას მთავრობის მეთაურმა და რას ვერ იტყვის მტკიცებულებების გარეშე! ეშლება რა პირადი პირისთვის დაშვებული თავისუფალი შეფასება და მას ,როგორც პრემიერს, რისი უფლება გააჩნია. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ნორმალურ ქვეყანაში უსათვლოდ დადგებოდა მაგრამ ჩვენ რადგანც გაურკვეველ პოლოტიკურ წყობაში ვიმყოფებით, არავინ იცის ვინ (საპარლამენტო უმრავლესობამ, თუ გარეთ მყოფ ივანიშვილმა თუ კიდევ თავად პრემიერმა) უნდა დააყენოს ეგ საკითხი. ფაქტია რომ თავისი გაუაზრებელი განცხადებებით პრემიერი თავის მთავრობას და კოალიციას ასუსტებს და წყალს უყენებს!


მაგრამ ეს არ ცვლის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს: თავიანთივე აღიარებით, ნაციონალები ცდილობენ ყველა არსებული ხერხით ვითარება დაძაბონ და არეულობა გამოიწვიონ! სავარაუდოდ თავისთავს უკეთებენ იმას რისი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ ( შანტაჟები და სხვა) ან იმას რითაც იმედოვნებენ უცხოელები შეაშფოთონ (პრეზიდენტის ბიბლიოთეკის გაფერადება) და ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები შექმნან .... ვერ მოფიქრება პრევენციულ ზომების რათა მანიპულირების საშუალება გამოაცალო ხელიდან და პოლიტიკური საკუთარი ხედვის და სტრატეგიის არ არსებობა კი, არა მხოლოდ პრემიერის არამედ მთლიანად მმართველი კოალიციის სერიოზულ პოლიტიკურ კრახს მიუთითებს. ამითი თავიანთავს და სამომავლოდ საარჩევნო შანსებს აზარალებენ!


პრეზიდენტის განაცხადი კი სახელმწიფოს უქმნის სწორედ იმ საფრთხეს რითიც გვემუქრებიან ნაციონალები! პირადი მიზნების გამო ( ნაციონალების იმედი აქვს თუ უცხოელებს თავს აწონებს ვითომცდა მისი ზეპარტიულობით) სამოქალაქო დაპირისპირების წინასწარმეტყველება მორალურ დანაშაულად აღიქმება ... სახელმწიფოს წინაშე!", წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი