ხაზარაძემ ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ქვეყანაში ტანკები მონაგონი იქნება, თუ სასწრაფოდ არ გამოუშვებს პოლიტიკურ პატიმრებს და სასწრაფოდ არ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს
23-02-2021, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან, ნიკა მელიას დაკავების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოუწოდა ხელისუფლებას, „სასწრაფოდ გამოუშვას პოლიტიკური პატიმრები და სასწრაფოდ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“.

 

 

მან გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „თუ ჩვენ ამას არ მივაღწიეთ დროზე, ქვეყანაში ტანკები მონაგონი იქნება, ჩვენ მარტო 20 პროცენტი კი არ გვექნება ოკუპირებული, მენტალურად გვექნება დაკარგული საქართველო“.

 


„დღეს მოხდა უპრეცედენტო რამ, გავრილოვის თემაზე აპატიმრებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერს 40 000 ლარის გამო, როცა ამ შენობაში ბიუჯეტიდან მილიონებს იპარავენ და ამას უბრალოდ შეცდომას ეძახიან. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ გვიან გამოვფხიზლდით, მაგრამ თუ გამოვფხიზლდით, ერთი ნაბიჯით არ იქნება უკან დახევა, რადგან შეიძლება, საბჭოთა კავშირში გავიღვიძოთ. მინდა, მივმართო „ოცნების“ მხარდამჭერებს, ნუ მიყვებით ინერციას, არგუმენტი, რომ 9 წლის წინათ ეს იყო და ასე შემდეგ, ჩემთვის აღარ მუშაობს, მე მინდა ვიყურო მომავალში, მინდა, ჩემ შვილებთან ერთად, თქვენს შვილებთან ერთად ახალი და ძლიერი საქართველო ავაშენო. მინდა ეკონომიკის აღორძინება, აფხაზეთის დაბრუნება. დღეს მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების გადასარჩენად.

 


გადახედეთ, რა ხდება ქვეყანაში, ლუკმა-პურის საშოვნელად, ჩვენი თანამემამულეები, დღეში თითქმის 50 000 ადამიანი რიგში დგას, ახალგაზრდები, რომ ქვეყანა დატოვოს, ის ქვეყანა, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ მოიძებნება რესურსებით, ინტელექტუალური ძალით, ადამიანებით. რა დაგვემართა? დაგვემართა ის, რომ გადავყევით „ფეისბუქზე“ კლავიატურებზე რაღაცების აკრეფას, ტელევიზორით ყურებას, ველოდებით, რომ კიდევ ვიღაცა მოვა და ის დაალაგებს სიტუაციას, არავინ არ მოვა. დემოკრატიული სისტემა ნიშნავს, რომ თითოეული თქვენგანი უნდა იყოს ამ ქვეყნის პატრონი, იქნება ეს ქუჩა, უბანი, სოფელი, თუ ქალაქი. ამიტომ, ეს მოძრაობა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე.

 


დღეს ჩვენთან არის მთელი თავისუფალი მსოფლიოს ყველა ცივილური ადამიანი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, მოვუწოდებ ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და, დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ კრიზისიდან. თუ ჩვენ ამას არ მივაღწიეთ დროზე, ქვეყანაში ტანკები მონაგონი იქნება, ჩვენ მარტო 20 პროცენტი კი არ გვექნება ოკუპირებული, მენტალურად გვექნება დაკარგული საქართველო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი