თინათინ ხიდაშელი: მივმართავ ქვეყნის პრეზიდენტს, განმუხტოს კრიზისი; ნიკა მელიასთან დაკავშირებული ეპიზოდი, დღეს მთლიანად მის ხელშია
23-02-2021, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაპატიმრება და ოფისზე შტურმი, არის პირდაპირი გალაშქრება, დემოკრატიის იმ უმცირეს ნარჩენებზეც, რაც 23 თებერვლის დილას ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა. აღნიშნული ქმედებები არ იყო არც სამართლებრივად დასაბუთებული, მას არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და საფუძველშივე ანგრევს ქვეყნის წარმატების შანსს,“ - ორგანიზაცია; სამოქალაქო იდეა, რომლის ხელმძღვანელიც არის თინათინ ხიდაშელი, განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, განმუხტოს კრიზისი.

 


„დღეს, ჯერ კიდევ არსებობს შანსი მოიძებნოს ვითარებიდან გამოსავალი, გადავარჩინოთ ქვეყანა და საბედნიეროდ ეს შანსი, სხვა ადამიანების ხელშია და მაინცდამაინც გუშინ დანიშნული, რეტროგრადი, კორუმპირებული კლანის წარმომადგენელი, ექსტრემისტი პრემიერის ხელში არ არის.

 


1. მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, გააცნობიეროს მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა და ცარიელი სიტყვების ნაცვლად, სახელმწიფოს ერთიანობის გარანტიის პასუხისმგებლობით განმუხტოს კრიზისი. ნიკა მელიასთან დაკავშირებული ეპიზოდი, დღეს მთლიანად მის ხელშია.

 


2. მივმართავთ პარლამენტში მყოფ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა და ოკუპაციის კვირეულში, განსაკუთრებით უნდა ხედავდნენ პრობლემის სიმძიმეს, უზრუნველყონ საპარლამენტო კრიზისი, ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით. პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით, დღეს ამ საქმისთვის მცირედი გმირობაც საკმარისია.

 


სამოქალაქო მშვიდობის გარეშე არ არსებობს კანონის უზენაესობა, განვითარება და პროგრესი. სამოქალაქო მშვიდობის გარეშე, კიდევ უფრო დავსუსტდებით პანდემიასთან, სიღარიბესთან ბრძოლაში და საბოლოოდ ოკუპაციის 100 წლის თავზე იგივე კითხვები დაგვრჩება პასუხგაუცემელი, როგორ დაუშვა ჩვენმა წინაპარმა ოკუპაცია.

 


ისტორიის უკუღმართობით, დღეს ეს არჩევანი თქვენზეა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი