„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე მივიდა, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა მიიყვანა დაპირისპირების, უფსკრულის პირას და შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო აღარ იქნება დასავლეთის პარტნიორი.
„ჩვენ ყველას – ოპოზიციასაც და ელჩებსაც გვაწუხებს საერთო პრობლემა, როგორ დავშორდეთ დაპირისპირების იმ უფსკრულს, რომლის წინაშეც ყველა დაგვაყენა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ მოვიცქეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს საფრთხე არ შეექმნას დღევანდელი ხელისუფლების სკამების ჩაბღაუჭების და სახელისუფლო ამბიციების გამო. ამიტომ ვართ მოსული, ეს გვაწუხებს. მოსული ვართ იმიტომ, რომ მოვძებნოთ გამოსავალი იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც ყველა ერთად შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, მოვძებნოთ გამოსავალი, რომელიც ააშორებს ქვეყანას დაპირისპირებას, ააშორებს ჩვენი დასავლური მომავლის დაკარგვას და უზრუნველყოფს, რომ საქართველო კვლავ დარჩეს აშშ-ის და ევროკავშირის ღირებულ პარტნიორად, რასაც დიდ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები. იმედი მაქვს, პარტნიორებთან ერთად მოვახერხებთ „ქართული ოცნების“ სიჯიუტის, მათი სახელისუფლო, მანიაკალური ამბიციების მოთოკვას“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.