ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მორიგი განცხადებით ეხმაურება და პოლიტიკური კრიზისისის განსამუხტად, ყველა მხარეს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში ჩართვისაკენ მოუწოდებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები უაღრესად შეწუხებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავების გამო.
პოლარიზებული რიტორიკა, ძალა და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტის გზა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდოს ქმედებებს, რომელმაც შესაძლოა დაძაბულობების შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს და ჩაერთოს კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, რათა გადაწყვიტონ ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი.
აშშ მზად არის მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ საქართველოს“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.