თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟს განაგრძობს და შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადა.
მისი თქმით, თბილისში 30 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა, თუმცა პროგრამისგანხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.
„ელექტროდამტენების პროგრამა, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ.ეს ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანისა და მოხმარების წახალისებასემსახურებოდა. მოვამზადეთ პროექტი, შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, ქალაქის მასშტაბით 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟებულიყო. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 30 დამტენი დამონტაჟდა, თუმცა, არსებული პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, ამ კომპანიასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს პროგრამის თავიდან შემუშავება დაავალა, რომლის მიხედვითაც, ელექტროდამტენები ელექტრომობილების მფლობელების საცხოვრებელ სახლებთან განთავსდება.
„მინდა, ირაკლი ხმალაძეს პროგრამის თავიდან შემუშავება დავავალო. მუნიციპალიტეტმა ელექტროდამტენების მონტაჟი მოქალაქეების თხოვნის მიხედვით უნდა უზრუნველყოს. მივმართავ ელექტრომობილების მფლობელებს, მათ უნდა განაცხადონ და თუ შესაძლებელი იქნება, ელექტროდამტენებს თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან განვათავსებთ. ამ მიმართულებით არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური ჩაერთვება. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც შესაძლებელია მისი გაყიდვაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.