საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს მოჯადოებულ წრეში ამყოფებს, „ქართული ოცნება“ კი მოლაპარაკებისთვის ღიაა, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება და პრემიერის განცხადებაც ამისკენ იყო მიმართული.
„ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე, იმაზე, რა გვაერთიანებს და ასევე იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამ საკითხს უნდა დაუფიქრდნენ და საკუთარ თავში მოძებნონ ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, არამედ შეთანხმება. აქეთკენ იყო მიმართული ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, როცა საუბრობდა, რომ დიალოგი უნდა იყოს გულწრფელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწოდებული უნდა ვიყოთ შეთანხმებისთვის და არა დაბულინგებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუშინდელი მდგომარეობით პროცესები დაუბრუნდა კანონის კალაპოტსა და ჩარჩოს, ამას აქვს მნიშვნელობა. თუ იქნება ქაოსი და უკანონობა, ამ შემთხვევაში, რთულია, იყოს რამე შეთანხმება. საბაზისო საკითხებზე უნდა იყოს კონსენსუსი. საბაზისო საკითხია, რომ კანონი იყოს აღსრულებული და ყველა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში იყოს მოქცეული.
რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს ამყოფებს მოჯადოებულ წრეში. ეს წრე იწყება პირველი ნოემბრიდან, როცა მათ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც შედეგები ჯერ კიდევ არ იყო დათვლილი.საკუთარი პოზიცია ვერაფრით რომ ვერ გაამყარეს, დაიწყეს საუბარი ისევ როგგარეშე არჩევნებზე. მოჯადოებულ წრეზე ტრიალებენ და არსებობს ამის გარღვევის ორი შესაძლებლობა – წარმოადგინონ მტკიცებულება, რომ არჩევნებზე არ აისახა მოსახლეობის ნება, ამის შესაძლებლობა აქვთ დროებით საგამოძიებო კომისიაში, ან მეორე მხრივ, რეალობას უნდა ჩახედონ თვალებში, მანდატი აიღონ და პარლამენტში შემოვიდნენ, აქ ვისაუბროთ ხარვეზებზე“, – განცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.