„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მისი მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილი ამჯერად, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
ლანჩხუთის მერიის ცნობით, ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულს აღნიშნული პროგრამით 64 ათასი ლარი გამოეყო, რომელიც ასე გადანაწილდა:
ღრმაღელე, ომფარეთი - 16 000 - 16 000 ლარი;
ორმეთი - 12 000 ლარი;
წყალწმინდა - 20 000 ლარი.
შეხვედრებზე გამოიკვეთა მოსახლეობის სურვილი: გარე განათების დასრულება იმ უბნებში, რომელიც ჯერ კიდევ გაუნათებელია.
როგორც ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, თვის ბოლოს შეხვედრები დასრულდება და დაიწყება საპროექტო სამუშაოები.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 748 000 ლარი ერგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.